“ასოცოციაცია ფლორა და ფაუნა” არის ქართული, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 2006 წლის 23 ნოემბერს, ქ. ბათუმში.
მიზანი: ბიოლოგიური მრავალფეროვნების კვლევა და კონსერვაცია.
მიმართულებები:
1. ბიომრავალფეროვნების კვლევა და მონიტორინგი;
2. სახეების (პოპულაციების) და ჰაბიტატების მარავლფეროვნების შენარჩუნება, აღდგენა და გონივრული მართვა;
3. დაცული ტერიტორიების განვითარება და გაფართოება;
4. საზოგადოების ცნობიერებისა და მონაწილეობის ზრდა;
5. ეკოტურიზმის განვითარება (ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიმართულებების).
სლოგანი: „ბუნებისათვის და ადამიანისათვის“.
|