ბათუმის ტბების ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა
აპრილი, 2007 წელი
     ბათუმის (ნურიგელისა და არდაგანის) ტბებში გაშვებულ იქნა თეთრი სქელშუბლას 6000–ზე მეტი ახალმოზარდი. თეთრი სქელშუბლა წყლის მფილტრავი თევზია, იკვებება ფიტოპლანქტონით (წყლის სისქეში არსებული მიკროსკოპული წყალმცენარეებით), რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტბის ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ღონისძიების ჩატარება განპირობებული იყო ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ტბების დარღვეული ეკოლოგიური წონაწორობით და თევზის ეს სახეც აღნიშნულ წყალსატევებში ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეირჩა. თევზი ჩამოყვანილი იქნა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის თევზის მეურნეობიდან. "ასოციაცია ფლორა და ფაუნა"-ს ინიციატივას კახეთშიაც დადებითათ შეხვდნენ. ბათუმის ტბების დათევზიანებისთვის საჭირო ხარჯების დიდი ნაწილი თავად მეურნეობის ხელმძღვანელმა ბატონმა გოგი ჭოლიკაძემ გაიღო - "ეს არის ჩვენი საჩუქარი ბათუმისათვის". ღონისძიების ჩატარებაში ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა ინსპექციამ.

ვებ გვერდი მომზადდა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდ ნაკრესის ფინანსური მხარდაჭერით (CEPF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში) Copyright © F&F. All rights reserved.
Web Design By Intellect Center