F&F – ის ბიბლიოთეკა
მაისი, 2007წ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბუნების ისტორიის ზოოლოგიის კოლექციების ექსპერტ-კონსულტანტმა ქალბატონმა ნარგიზ ნინუამ – "ასოციაცია ფლორა და ფაუნას" სარგებლობაში გადასცა მისი და მისი მეუღლის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ბატონ რობერტ შავერდაშვილის კუთვნილი იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, სათევზმეურნეო და ეკოლოგიური თემატიკის 500-მდე წიგნი; F&F ბაზაზე ბიბლიოთეკის მოწყობის მიზნით.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ლიტერატურა, რომელსაც დაერქვა ნარგიზ ნინუასა და რობერტ შავერდაშვილის ფონდი, დიდ წვლილს შეიტანს შესაბამისი მიმართულებით განათლების საქმეში.