
2008 წელს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდ ნაკრესმა აჭარის რეგიონისთვის გამოაცხადა მიკროგრანტების კონკურსი (CEPF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში). კონკურსი მიზნად ისახავდა რეგიონში ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობას. დაფინანსდა 5 პროექტი, კერძოდ:
1. ბიომრავალფეროვნება და ახალგაზრდობა - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი "ბორჯღალო";
2. ქმედება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის - შავი ზღვის ეკოაკადემია;
3. რელიქტური კოლხური ტყის აღდგენა (იშვიათი და ქრობადი სახეობების Quaercus imeretina, Quaercus hartwisiana, Pterocarpa pterocarpa იმერული და ჰართვისის მუხის, ლაფანის, ex-situ & in-situ კონსერვაცია) - ველური ბუნების დაცვის საზოგადოება "ჭაობი";
4. სამხრეთ კოლხეთის ველური ფლორის იშვიათი და ქრობადი სახეობების ex-situ კონსერვაცია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ასოციაცია "მთა-ბარი";
5. ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების რელიქტური და იშვიათი სახეობების ex-situ კონსერვაცია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ასოციაცია "მთა-ბარი".
ფონდ "ნაკრესის" ფინანსური მხარდაჭერით F&F-ის ბაზაზე რეგიონში ჩამოყალიბდა ბიომრვალფეროვნების რესურსცენტრი, რომელმაც განახორციელა:
"ნაკრესი"-ს მიერ აჭარის რეგიონისათვის გამოცხადებული მიკროგრანტების კონკურსის ორგანიზების ხელშეწყობა;
მიკროგრანტების კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების დახმარება. პროექტების მართვის საკითხებში, ასევე მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;
საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული პროექტების შესახებ;
ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ტრენინგების გამართვა სტუდენტებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო გარემოსდაცვითი სტრუქტურების და მასმედიის წარმოადგენლებისთვის.